ქართული | ENGLISH

ჩვენს შესახებ

ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი "კავკასრეესტრი" ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზოგადოება 1998 წლის 10 აპრილს (ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს N5ა/5_58 დადგენილებით) დამოუკიდებელი რეგისტრატორის ფუნქციების შესრულების მიზნით და მის ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების რეესტრების წარმოება.

სააქციო საზოგადოება "კავკასრეესტრი" დაფუძნებულია ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის წარმომადგენელთა ფართო სპექტრისა და სს "საქართველოს საფონდო ბირჟის" მიერ. 1999 წლის 30 მარტს "კავკასრეესტრმა" მიიღო ლიცენზია (№ 70002) ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობაზე. სს "კავკასრეესტრის" დაფუძნების პრინციპები, მისი აქციონერების სტრუქტურა განაპირობებს რეესტრის წარმოების საიმედობას და კონფიდენციალობის დაცვის მაღალ გარანტიას. ყოველივე ეს განაპირობებს ემიტენტებისა და აქციონერების მხრიდან "კავკასრეესტრისადმი" განსაკუთრებულ ნდობას.

სს"კავკასრეესტრი" კადრების დაკომპლექტებით, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით, საკუთარი კაპიტალის მოცულობით სრულად აკმაყოფილებს დამოუკიდებელ რეგისტრატორებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და გააჩნია მოქნილი სატარიფო პოლიტიკა.

სს "კავკასრეესტრი" ემიტენტებსა და მათ აქციონერებს უწევს ყველა სახის მომსახურებას ფასიანი ქაღალდების რეესტრის წამოებასთან დაკავშირებით, მათ შორის: რეესტრების ფორმირება, არსებული რეესტრების მიღება და შემდგომი წარმოება; ფასიანი ქაღალდების გასხვისების ოპერაციების რეგისტრაცია; რეესტრიდან სხვადასხვა სახის ამონაწერის დროული გაცემა; ემიტენტის მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის მიწოდება ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და მათი მფლობელების რეკვიზიტების, აგრეთვე ფასიანი ქაღალდის განთავსებისა და მიმოქცევის შესახებ; ემიტენტის შეკვეთით ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე დივიდენდების დარიცხვა, საინფორმაციო მასალების დაგზავნა; აქციონერთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების ორგანიზება.

მრავალი წელია სს "კავკასრეესტრი" წარმატებით ოპერირებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და საიმედოდ ემსახურება ემიტენტებს და აქციონერებს. ემიტენტებს შორის არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიც არიან: სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს ბანკი "რესპუბლიკა", სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია", სს "ბაზისბანკი", სს "ხალიკ ბანკი საქართველო", სს მისო "კრისტალი", სს მისო "ლაზიკა კაპიტალი", სს "ბაგრატიონი-1882", სს "თელიანი ველი", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", სს "მინა", სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი",სს "საქართველოს რკინიგზა", სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" და სხვ. ჩვენთან ფასიანი ქაღალდების ანგარიში გახსნილი აქვს 125 000-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მორგან ჩეის ბენკი, ბენკ ოფ ნიუ იორკი (BNY) და სხვ.




© Kavkasreestri / კავკასრეესტრი